19:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 16:07:08, 929 ნახვა

საზოგადოება
განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  კერძო სახლები შეუსყიდა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე გრანტები გადაეცემათ.

საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადების მიღება 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილების განაცხადები მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში,  მისამართზე - თამარაშვილის 15ა. ასევე,  სკანირებული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - http://livelihood.gov.ge.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics