|
2019-05-20 12:00:53, 1072 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 90%-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, 2017 წლის გაზაფხულის - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. მათგან 5%-ის თქმით, იმოგზაურა ერთხელ, 3 %-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის. კითხვაზე: 1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე? - გამოკითხულთა 73 %-მა აღნიშნა, რომ არ უცხოვრია, 25 %-ის თქმით, უცხოვრია, 1 %-მა არ იცის, ასევე 1 % კი პასუხზე უარს აცხადებს. გამოკითხული მოსახლეობის 33%-ს 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია ევროპაში. რუსეთში; 20 % - თურქეთში; 15 % - ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3 % - აშშ-ში; 1 % -ს ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1 % -ს აზიაში, ხოლო 9 % -ს სხვა ქვეყნებში. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)