06:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 02:15:23, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ზესტაფონში „ოცნების“ კანდიდატმა ხმათა 50,75% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა კი, 34,26%

ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, ზესტაფონში მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ გაიმარჯვა.

ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე - 50,75% ;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე -  34,26%;

„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი გოგი წულაია - 5,81%;

საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე - 5,07%;

საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ანზორ ნებიერიძე - 2,64%.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

ცნობისთვის, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ზესტაფონში ამომრჩეველთა აქტივობამ 43,03% შეადგინა, რაც რიცხვობრივად, 54 943 ამომრჩეველია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics