06:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 20:50:25, 1114 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართოს

"ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართოს.

 შავგულიძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ არის ისეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირებული მთაწმინდის ოლქის მაგალითზე ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური. დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ არ არის მაღალი აქტივობა, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დაუშვებელი მეთოდი წარმატების მისაღწევად არჩევნებში, მოსყიდვა, დაშინება, შავი პიარკამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველს პროტესტი გაუჩნდა ამის მიმართ. ეს გამოიხატა პასიური პროტესტის სახით და ისეთ მაღალი აქტივობა არ იყო ამომრჩევლის მთაწმინდის ოლქში, როგორიც იქნებოდა სასურველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს კარგი პოზიციები,. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და პროგნოზები ვთქვა, ახლა იწყება ხმის დათვლის ეტაპი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics