05:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 18:37:23, 1203 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ჟურნალისტის დაკავებაზე: ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სამართალდამცავებს დაბრალდათ

"შეტევა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე presa.ge-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავების ფაქტს.

მისი შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დაბრალდა. 

"შეტევა არის საუკეთესო საშუალება, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, თავდაცვის, როდესაც ადამიანები მიდიან პროვოკაციაზე და ეს ბევრჯერ ვნახეთ ჩვენ დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ისინი ცდილობენ პროვოკაცია  მეორე მხარეს დააბრალონ და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ამას  სამართალდამცავებს აბრალებენ. მე სამართალდამცავ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს მადლობა არა შემთხვევით გადავუხადე , ისინი ყველა უბანზე ძალიან სწორად, კანონის ჩარჩოებში და კანონის ნორმების  ზედმიწევნით სწორად დაცვით  ახორციელებდნენ თავის უფლებამოსილებას. ამიტომ ხდება ისე, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად დღეს, მთელი დღის განმავლობაში, არანაირ სერიოზულ ექსცესს, რეალურად, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახენებთ, რომ სამართალდამცველებმა ზუგდიდში, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოგვიანებით კაპანაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics