14:48 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 13:55:48, 396 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდი ხვალ გაიხსნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა განცხადებას ავრცელებს.

დონდუა იმედს გამოთქვამს, რომ  წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები მოლაპარაკების პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

„2008 წლიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე განიხილება ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები.

მოლაპარაკების პროცესის წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითი განხილვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე ყველა აქტორის მხრიდან.

ჩვენის მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ, წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ, როგორც რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. აგრეთვე, მოველით, რომ თანათავმჯდომარეები, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ყველაფერს მოიმოქმედებენ რაუნდის პროცედურების დაცვით ჩატარებისთვის“, - ნათქვამია დავით დონდუას განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics