|
2015-06-29 13:46:59, 1107 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ლატვიელ კოლეგას რაიმონდს გრაუბეს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, გენერალურ შტაბში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ლატვიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ქართველი და ლატვიელი სამხედრო პარტნიორების თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ლატვია ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვეხმარებით სამხედრო მიმართულებით განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ხაზგასასმელია განსაკუთრებით ის მხარდაჭერა, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ იჩენს ნატოს ნებისმიერ სამიტსა და კონფერენციაზე. ისინი მუდმივად ჩვენს გვერდით დგანან”, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. შეხვედრაზე ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, თავდაცვის სფეროში რეფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო განათლების, პირადი შემადგენლობის მართვის, დემოკრატიული კონტროლისა და გამჭვირვალობის საკითხებს. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. „მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ოპერციებში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან ვაფასებ, რომ ქართველი სამხედროები მსოფლიოში მშვიდობისთვის, მათ შორის, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განვიხილეთ. ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების გზებზე. ლატვიელი სამხედროები საქართველოში გადიან მომზადებას, ჩვენ კი ქართველ სამხედროებს ბალტიისპირეთის სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებლებს ვთავაზობთ. გენერალ კაპანაძესთან განვიხილეთ სამხედრო-პოლიტიკური ვითარება. ვიზიტის ფარგლებში, სენაკის ბრიგადასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ქუთაისში ვესტუმრე. ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ სწავლობენ და იძენენ განათლებას ქართველი ახალგაზრდები. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია“, - განაცხადა ლატვიის გენერალური შტაბის უფროსმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, ლატვიის გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს შეხვდება.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)