14:47 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 12:42:48, 370 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველო იმ ხაზზე დგას, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემს თემის კომენიტრებისას ჟურნალისტებს განუცხადა,  ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა.  მისივე განმარტებით,  შსს საერთაშორისო ამ კუთხით  პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.
"ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა. ჩვენ აქტიური მიმოცვლა გვაქვს ინფორმაციის და თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ და ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები - სოციალური, სპორტული პროგრამები, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში. ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 
ცნობისთვის, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის მოკლეს. ბორჩაშვილი სოფელ ძიბახევიდან იყო. სოფელში უკვე დაადასტურეს მისი გარდაცვალების ცნობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. თანასოფლელებს უჭირთ თქმა, თუ როდის გადაკვეთა ბორჩაშვილმა სირიის საზღვარი.
თურფალ ბორჩაშვილი საქართველოს მე-14 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს  გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics