16:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 18:35:29, 1065 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა მიწის ადმინისტრირების თემაზე გამართულ სართაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საჯარო რეესტრმა მიწის ადმინისტრირების სფეროში საჯარო და კერძო თანმშრომლობის (PPP in Land Administration) თემაზე გამართულ სართაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო შეხვედრაზე მიწის ადმინისტრირების საკითხებში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიწის კერძო და საჯარო თანამშრომლობის ანალიტიკური და საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტი, კერძოდ მისი დაფინანსების, მენეჯმენტისა და შეფასების საკითხები.

მსოფლიო ბანკის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გააცნო. კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ჰიბრიდული მიდგომის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საჯარო რეესტრი და კერძო კომპანია საჯარო ინტერესის - მიწის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს მიღწევის მიზნით ერთოლივად მუშაობენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს როგორც სახელმწიფო ორგზანიზაციების, ისე კერძო სექტორის, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics