02:34 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 10:52:21, 852 ნახვა

პოლიტიკა
დებატებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან თანხმობა მხოლოდ გიორგი შენგელიამ განაცხადა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუგდიდში ქალაქის მერობის კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატის - გიორგი შენგელიას გარდა დებატებზე ყველა კანდიდატებმა უარი თქვა.

დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, რის გამოც მერობის კანდიდატების დებატები ხვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ შედგება.

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა. მანამდე კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მოიწვია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics