03:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 22:42:43, 1673 ნახვა

სამართალი
სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოზარდია დაშავებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოზარდია დაშავებული.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები და ამჟამად კვლევები უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.

დაშავებულები მოინახულეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ..

ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. შვიდივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადგენენ. წინასწარი ცნობით, სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს, გადაბრუნების დროს ცეცხლი გაუჩნდა, მისი ჩაქრობა კი ადგილობრივებმა შეძლეს. მათვე აღმოუჩინეს დაშავებულებს პირველად დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics