14:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 16:13:52, 929 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

გაფიცულები აღნიშნავენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება შრომის სიმძიმის ადეკვატური არ არის.

„შრომის კოდექსი საქართველოში სწორი არ არის და შრომის კუთხით ადამიანის უფლებები დარღვეულია. როდესაც ადამიანები ასეთ მძიმე სამუშაოს ეწევიან და მხოლოდ და მხოლოდ 580 ლარს ღებულობენ, ეს არ არის ის ხელფასი, რომლითაც ადამიანმა თავისი ოჯახი თვიდან თვემდე უნდა შეინახოს“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ერთ-ერთი გაფიცულის გიორგი ტყენაძის თქმით, ქარხნის დირექტორი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და მუშებს მოუწოდებს, თუ პირობები არ მოსწონთ, სამსახური დატოვონ.

„მობრძანდა ბატონი დირექტორი, რომელმაც განგვიცხადა, რომ მე ალტერნატიულ გზას ვნახავ და სხვას დავასაქმებო, ანუ ქუდი დაიხურეთ და წადითო. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ ვიმყოფებით მე-19 საუკუნის კაპიტალიზმში, კაპიტალიზმიც არ არის, ფეოდალიზმია. როგორც უნდათ, ისე წყვეტენ და ისე აკეთებენ. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ, დღედაღამე აქ ვართ,“-ამბობს გიორგი ტყენაძე.

აქციაზე საია-ს იურისტი ნათია ქოქიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ორგანიზაცია მუშების ხელშეკრულებას გამოითხოვს და პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებას  შემდეგ მიიღებს.

„ხელშეკრულება დასაქმებულებს საერთოდაც არა აქვთ, ამიტომ, საწყის ეტაპზე მე განვუმარტე მათი უფლებები  შრომის კოდექსიდან გამომდინარე, გამოვითხოვთ და დეტალურად გავეცნობით ამ ხელშეკრულების პირობებს, მუშათა უფლება-მოვალეობებს და შემდეგ მივიღებთ გადაყვეტილებას ჩავერთვებით თუ არა პროცესში“, - აცხადებს ნათია ქოქიაშვილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
ტატა ხვედელიანი ოცნებას: თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით
ოპოზიციამ საქართველოში არსებული ვითარება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილა
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics