14:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 15:53:03, 1513 ნახვა

სამართალი
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  მიხელ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა 2019 წლის სექტორული სტრატეგიები და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმები, აგრეთვე 2018 წლის პროგრესის ანგარიში დაამტკიცეს. ღონისძიებაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები. 

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ და მისმა სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა. ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტების მხარდაჭერით, შემუშავდა პროგრესის ანგარიშის შემუშავების ინსტრუქცია, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდა საბჭოში შემავალი უწყებებისთვის.

შეიცვალა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, გახდა უფრო მოქნილი, ლაკონური და შედეგზე ორიენტირებული, თითოეული უწყების ხედვა/პოლიტიკა გაცილებით უკეთ არის წარმოდგენილი. დოკუმენტი მაქსიმალურად ლაკონურია, რაც საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს აძლევს საშუალებას მოკლედ, და ამვდროულად, ამომწურავად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, გაეცნოს მას სრულად ან ადვილად მოძებნოს ის საკითხები, რაც მათთვის, რეფორმის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე განხორციელდა და მუშავდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის:

  შემუშავდა სისხლის კოდექსის მასშტაბური ცვლილებების პროექტი;

  სისხლის სამართალწარმოების გაუმჯობესების მიზნით უზენაესმა სასამართლომ მოამზადა რამდენიმე სახელმძღვანელო და კვლევა პრაქტიკის ანალიზის უზრუნველსაყოფად;

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics