|
2019-05-15 00:37:12, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: კანონი არ დამირღვევია
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ოლქი მრავალრიცხოვანია და ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია და ინვენტარი. „ჩვენი ოლქი არის მრავალრიცხოვანი 107 უბნიანი და შესაბამისად ეტაპობრივად გავცემთ გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას და ინვენტარს. კონკრეტულად დღეს იყო გადაცემული ამომრჩეველთა ერთიანი სიები, კედლის გასაკრავი ვერსია, ამომრჩევლის ბარათები მეორე ეტაპზე დასარიგებლად. 18 წელს მიღწეული ახალგაზრდებისთვის ასევე ფლაერები და ცესკოს თავმჯდომარის მომართვა მათი ჩართულობის აქტიური მონაწილეობისთვის არჩევნებში. გადავეცით ასევე დოკუმენტი თუ ინვენტარი, კაბინები ყუთები, ძირითადი, ქსეროქსის აპარატები, კატრიჯი და ასევე რეგისტრატორის და უბნის ბეჭდები დალუქულ მდგომარეობაში. ამას ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ასეთი პრაქტიკა გვაქვს, რომ რამდენიმე დღით ადრე ეტაპობრივად ვაწვდით გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას და ინვენტარს. კანონი არ დამირღვევია, შესაბამისად კედლის გასაკრავ სიებთან ერთად გარკვეულ უბნებს გადაეცა ამომრჩეველთა ერთიანი სიები სამაგიდე ვერსიები. შესაბამისად წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან ოლქის წევრებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ იმ უბნებისთვის, რომლებისთვისაც იყო გადაცემული უკან მოებრუნებინათ ეს სიები. სიები მობრუნდა, ყველა გვერდს ითვლიან ამ ეტაპზე, დათვლილი იქნება და ჩაიდება სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, არაუგვიანეს 12 საათისა გაიცემა ბიულეტენის ბლოკნოტებთან სპეციალურ კონვერტებთან ინდივიდუალური ნომრის მქონე სამართლებრივ აქტებთან ერთად. არაუგვიანეს 12 საათისა კანონმდებლობა მე მავალდებულებს გავცე ბიულეტენები, კონვერტები და ინდივიდუალური ნომრის მქონე სამართლებრივი აქტები შემაჯამებელი ოქმების სახით. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არ მავალდებულებს რომ იმ დღეს 12 საათით ადრე გავცე. ამას ეტაპობრივად გავცემ. შეთანხმების საფუძველზე დავაბრუნეთ ეს სამაგიდე სიები. დანარჩენი არაფერი კანონდარღვევა მე არ ჩამიდენია“,- განაცხადა მირანდა მესხმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)