06:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 16:04:01, 1461 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ პაპავა: გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში შეგვხვდა - ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან განსხვავებული მანდატია

გიორგი გახარია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

ექსპერტ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ის ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი.

 „პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შეგვხვდა ბატონი გიორგი გახარია, არა მინისტრის რანგში, არამედ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ განსხვავებული მანდატია. ეს არ არის მხოლოდ ერთ უწყებასთან მიმართული, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან უწყებასთან, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭო უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომაც, მე - ეკონომისტი გახლდით ამ შეხვედრაზე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა საუბარი ყველა თემაზე, მაგრამ იყო რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი. მაგალითად, მე შევთავაზე, რაც პრაქტიკულად გაიზიარა ბატონმა გიორგიმ, რომ ამ საბჭოსთან შეიქმნას სათათბირო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც აპარატს, მაღალი თანამდებობის პირებს გაუწევს კონსულტაციას. ეს არ იქნება შტატის თანამშრომლები, რომლებიც თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით, თავისი კვლევის შედეგებით გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიან და ეს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს უკვე დაგროვებულ ცოდნაზე.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, იყო ამაზეც საუბარი, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. როგორც ბატონი გიორგი  შეგვპირდა, ეს თემები, შემდგომი განხილვისთვის მომზადებული იქნება და უფრო კონკრეტულად იქნება გამახვილებული მათზე ყურადღება", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics