02:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 15:22:01, 1696 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე „AIR MALTA“ იწყებს ოპერირებას

4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია "AIR MALTA" იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. 

საქართველოს ავიაბაზარზე „AIR MALTA”-ს შემოსვლასთან დაკავშირებით 16 მაისს, 11 საათზე სასტუმროში HOLIDAY INN პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოში „AIR MALTA“-ს კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე.

ღონისძიებას დაესწრებიან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს „AIR MALTA“-ს  სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.

პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics