|
2019-05-14 15:17:55, 1136 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილი ემიგრანტების ფულით ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული
„ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებას და ბილეთების ფულს, ადამიანი რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიან შემოწირულობას - სინამდვილეში მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის და ოკეანისპირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მიუნხენიდან გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი საერთოდ არ იქნებოდა აღნიშვნის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება - „ეს არის ვითომ შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომლებიც სინამდვილეში ამ მომეტში, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკაზე და სიღარიბის დაძლევაზე - მაიამიში, ფლორიდაში ბინას ეძებენ. ეს არის თქვენი სახე და არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა", - განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძე უტიფარ ტყუილს უწოდებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაში. „Forbes-ის სიას თუ ჩავხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ქონება სწორედ 2012 წელს იყო ყველაზე მეტი, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის როგორი მატყუარებიც ხართ და შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება", - განაცხადა თალაკვაძემ.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)