13:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 11:46:53, 1066 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გრუნტის დამჭერი ორი კედელი, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 320 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარე წლის ერთ-ერთ დიდ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ზეკარის ქუჩა ლოტკინზე მდებარეობს. აქ საგზაო სამუშაოები 40 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ახლა ქუჩა კაპიტალურად შეკეთდა. საგზაო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება და მოსახლეობა მთლიანად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics