09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 19:09:36, 1356 ნახვა

რეგიონი
რუხში ფეხბურთის აკადემიას საფუძველი ჩაეყარა - ცერემონიალს გიორგი შენგელია დაესწრო

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. აღნიშნული ინფორმაცია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს რუხში სტუმრობისას გააჟღერა, სადაც ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიასთან,  პარლამენტის წევრებთან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარიასთან და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულ თბილისის ,,დინამოს“-ს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან კობიაშვილმა სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

6.5 ჰექტარ ფართობზე,  ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.

 პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics