2019-05-13 11:10:25, 1249 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილი იქნება.
„საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50% -ანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან