|
2019-05-11 17:25:24, 1708 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან დაიცავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში" ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, ბიზნესის, ექსპერტული წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო. მისი თქმით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. კანონპროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა მასში ეჭვის შეტანის შემთხვევაში და შესწავლის შედეგების საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასკვნა წინასწარი ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვისა ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ. პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩართულია ბიზნეს სექტორი, რომელსაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი მისი ამოქმედების შემდეგ, საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხილვის პროცესში ასევე მონაწილეობს ექსპერტები ევროკავშირიდან, რომელთაც ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კერძო სექტორთან განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ კანონპროექტს პარლამენტს წარვუდგენთ განსახილველად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ამჟამად, კანონპროექტი საჯარო განხილვის ეტაპზეა. კერძოდ, პროექტის ტექსტი განთავსდა კომენტარებისთვის ვებგვერდზე dcfta.gov.ge. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) ფარგლებში არსებული კერძო-საჯარო დიალოგის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭოს წევრებს, ასევე მიეწოდა კანონპროექტი განსახილველად. აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო სრულად დაკომპლექტებულია ბიზნეს ასოციაციების და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლებით.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)