13:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 10:31:29, 1673 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი - 2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება

დღეს, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა. მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას.

 ანგარიშისა და კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დეტალური განმარტება გააკეთა.

„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაიცა გახლავთ, ფაქტიურად იმისკენ მიმართული, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ფაქტიურად კიდევ უფრო კომფორტის ზონის შექმნისკენ, ვიდრე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ, როგორც მაგალითად ეს იყო გასულ წლებში. მაგალითს მოგიყვანთ - მაგალითად, ექიმების ნაწილში და სამედიცინო პუნქტების ნაწილში. CPT -ს წინა რეკომენდაცია იყო, რომ გაგვეზარდა ექიმების და სამედიცინო პუნქტების რაოდენობა იზოლატორებში. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი 18 იზოლატორი, სადაც მუდმივად ექიმები გვყავს დასაქმებული და სადაც სამედიცინო პუნქტები გვაქვს. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც 2019 წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ და იზოლატორი სრულად დავაკომპლექტოთ ექიმებით. ანალოგიურად არის რეკომენდაციები სხვა საკითხებთან მიმართებითაც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2018 წელს, 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და 2019 წლის დასაწყისში ეს პროცესი გრძელდება იმ იზოლატორების მინიმალურ რაოდენობაში, რაც დარჩენილია, ასევე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები. აი, ასეთი ტიპის რეკომენდაციებია, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არის რეკომენდაციები, არ დაგიმალავთ, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, მაგალითად, სველი წერტილების გატანა ზოგიერთი იზოლატორებიდან, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სველი წერტილები საკნებში. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრები და ადამიანური რესურსები და ის მშენებლობები, მაგალითად იგივე თბილისში, რაც უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის ეს დასრულდება - ეს რეკომენდაციები სრულად იქნება შესრულებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics