|
2019-05-10 18:50:15, 1242 ნახვა
საზოგადოება
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თანამედროვე ტიპის, ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე გაშენების მიზნით, მიზანშეწონილია დამატებითი მასტიმულირებელი მექანიზმები შეიქმნას. მთავრობაზე მიღებული დადგენილების თანახმად, ბაღების კომპონენტში, გასაშენებელი ფართობი მცირდება და, 1 ჰექტარის ნაცვლად, 0.5 ჰექტარით განისაზღვრა. ბაღების კომპონენტში, 1 ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა კი, ნაცვლად 100,000 ლარისა, არაუმეტეს 250,000 ლარი იქნება. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, არაუმეტეს 80%. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%. ცვლილებების თანახმად, ასევე პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ, დაუფინანსდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარმოდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა. სანერგე კომპონენტის ნაწილში, ნაცვლად 50%-იანი თანადაფინანსებისა დაფინანსდება პროექტის ჯამური ღირებულების 70%, არაუმეტეს 500 000 ლარამდე. ცვლილებები შევიდა ასევე კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში, რომელიც ითვალისწინებდა ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი - გარდა. პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)