13:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 12:16:14, 341 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ჩილეს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

25 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკას ეწვია. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ედგარდო რივეროსთან.

შეხვედრებზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 

გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე  ქ. თბილისში გაიმართოს. აგრეთვე განხილულ იქნა პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ჩილეს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს  მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. 

ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტით დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics