13:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 11:03:17, 343 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი დაიხურა.

ფორუმის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.

ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი მიესალმა პირველ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სოხეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას.

 „სომხეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ძლიერი ქვეყნის უკან მისი რეგიონი დგას, რაც ქვეყნებს პრობლემებთან გამკლავებას უადვილებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ძლიერი სამხრეთკავკასიური რეგიონის შექმნას შევუწყოთ ხელი. ეს ფორუმიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს ეჩმიაძინს ეწვივნენ, სადაც ისინი სომხეთის სულიერმა ლიდერმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics