|
2019-05-08 17:51:03, 1376 ნახვა
რეგიონი
შუახევში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო
შუახევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითთა მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 1 040 999 ლარია ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე ( არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე) ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათებისა და ავტოპარკინგის მოწყობას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტერიტორიის მიმდებარედ კიბეებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და ტროტუარის საძირკველის მოწყობა. სამუშაოების პირველი ეტაპი, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების კეთილიმოწყობა. მიმდინარე ღონისძიება სწორედ დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას. მაგისტრალის ამ მონაკვეთზე, სადაც მოძრაობს მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი ტრანსპორტი გზის სავალი ნაწილი შევიწროვებულია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს, მათ შორის ბავშვებს. აქედან გამომდინარე აუცილებელია გზაზე გადადგმული საფეხმავლო ტროტუარის მოწყობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, წელს დასრულდება, ხოლო დაბის განვითარების გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები მომავალში გაგრძელდება“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)