09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 10:57:06, 953 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება

მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი''  და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს" დაესწრებიან. 

ღვინის მაგისტრები, სომელეები,  ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.

სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი  ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

"ზერო კომპრომაისი'' (Zero Compromise) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს" ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის" ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი". ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

 "ახალი ღვინის ფესტივალი"  მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზერო კომპრომაისი'' მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილის აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი" წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. 

ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics