|
2019-05-07 10:45:41, 1154 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ინგლისური ენის კურსის მესამე ეტაპი დაიწყო
სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინგლისური ენის კურსის მორიგი ეტაპი დაიწყო. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში საკომუნიკაციო ინგლისურს კურორტ „გოდერძი“-სა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები ერთი თვის განმავლობაში შეისწავლიან. მოკლევადიანი კურსი ტურისტული სერვისების შეთავაზებას, გაყიდვას, მომსახურებას და სხვა იმ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კურორტ გოდერძის საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 40-მდე წარმომადგენლისთვის ინგლისური ენის კურსის მესამე ეტაპს ატარებს. კურსის პირველი და მეორე ეტაპი კურორტზე გასულ წელს ჩატარდა, სადაც მონაწილეებს ინგლისური ენის სპეციალური ვიდეო-გაკვეთილებიც დაურიგდათ. „კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია. შესაბამისად, უცხო ენის შესწავლის საჭიროებაც მაღალია, რათა ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულებმა შეძლონ სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება. ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ ინგლისური ენის სწავლებით არ შემოვიფარგლებით და სერვისის გაუმჯობესების მიზნით ვგეგმავთ ტრენინგების გაგრძელებას იგივე მზარეულებისა და ტურისტული ობიექტების მენეჯმენტისთვის. კურორტის განვითარება ინფრასტრუქუტურის პარალელურად საჭიროებს სერვისის გაუმჯობესებას, რაშიც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები. კურორტზე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, დაიწყო ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც და რამდენიმე წელში, ჩვენ მივიღებთ განვითარებულ, სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს უმასპინძლებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში, აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის 300-ზე მეტი მთიან აჭარაში. ტრენინგები რეგიონში წელსაც გაგრძელდება.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)