05:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 19:11:22, 1939 ნახვა

ეკონომიკა
თელავის ტექნოპარკში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

7 მაისს 12:00 საათზე თელავის ტექნოპარკში (მისამართი: თელავი, რუსთაველის გამზირი #11), გაიმართება შეხვედრა პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის გავრცელების პროცესსა და ელექტრონული წიგნიერების გავრცელებას რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და ვისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინტერნეტში ჩართვის ერთჯერადი ვაუჩერი. ასევე - რეგიონებში მოქმედ საწარმოებს პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებასა და კომერციაში, რაც გაზრდის აღნიშნული კომპანიების წარმატებული განვითარების შესაძლებლობებს ციფრული და ონლაინ რესურსების გამოყენების  შედეგად.

აღნიშნული სამიზნე აუდიტორია, განსაკუთრებით კი - მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები, შედარებით მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სამაუწყებლო თუ სოციალური მედიის მეშვეობით გაეცნონ ინფორმაციას მსგავსი პროგრამების შესახებ, ტარდება შეხვედრების სერია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, რათა გავავრცელოთ ინფორმაცია და მოვიზიდოთ ის პირები და ოჯახები, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და აქვთ შესაძლებლობა მიიღონ აღნიშნული, ინტერნეტში ჩართვის მომსახურება.

შეხვედრას დაესწრება ქალაქ თელავის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი.

პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ 2017 წლიდან ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მასში უკვე ჩართულია 300-მდე მეწარმე და 100-მდე ოჯახი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics