20:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 17:23:10, 1308 ნახვა

პოლიტიკა
8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

„ბიუროს დასრულებისთანავე პარლამენტი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

განისაზღვრა 8 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით და კანონპროექტი „საელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი კოლეგის საპასუხოდ  განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო რიგგარეშე სხდომის მოწვევა. მისი განცხადებით, - „წინა კვირაში ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება არ იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ დაჩქარებული წესით არ იხილებოდა კანონპროექტი.  ჩვენ წინა კვირაში მივიღეთ ის მეორე მოსმენით, ტექნიკურად იყო შეუძლებელი იმ კვირაში ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება,  ჩვენც არ გვინდოდა საგანგებოდ შევკრებილიყავით რიგგარეშე  სხდომაზე. 12 მაისი არის შემდეგი კვირადღე, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი იყო ამ კვირაში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა".

ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები კომიტეტებს გადაუნაწილა განსახილველად. ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics