23:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 16:43:52, 1815 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ჯ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე - რ.შ-ზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა, მიმდინარე წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.

პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

აღსანიშნავია, რომ ჯ.თ.-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics