20:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 12:00:22, 1369 ნახვა

პოლიტიკა
ქობულია - ვიყავი მუხრუჭი საკითხებში, რომლებიც არასწორად მიმაჩნდა

“რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მუხრუჭი საკითხებში რომელიც მიმაჩნდა რომ არ იყო სწორი,”- “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგო ქობულია. McKinsey-ის ყოფილი პარტნიორი დღეს ამბობს, რომ მამუკა ბახტაძის მხრიდან მისი მუშაობის ტემპზე აპელირება გასაკვირია. 

“ჩემთვის გასაკვირია იმაზე ლაპარაკი, რომ მე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, იმიტომ რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილებების ნელი ტემპი გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, მე მინდოდა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიმეღო და ამის საშუალება ბოლომდე არ მქონდა. რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მუხრუჭი საკითხებში რომელიც მიმაჩნდა რომ არ იყო სწორი. 

მე დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ზოგადად იყო მთელი რიგი საკითხები რომლებიც იყო უფრო პოლიტიკურად დატვირთული ვიდრე შედეგზე ორიენტირებული. და მე ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებებს,”- ამბობს ქობულია. 

ინტერვიუში გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას საქართველოს მთავრობაში არსებული დაუწერელი “თამაშის წესები” თავიდანვე უნდა შეესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება გამხდარიყო თუ არა “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი. 

ქობულიას თქმით, მისგან გადადგომას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რასაც ის გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა. 

“იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მე ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ მაინც იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორე და მეგონა მივიტანდი მმართველ გუნდამდე და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ. ეს განცდა მქონდა, მქონდა ამის იმედი და მაქსიმალურად ვცდილობდი ეს გამეკეთებინა. მაგრამ როგორც დავინახეთ ბოლომდე არ გამომივიდა,”- ამბობს ექს-მინისტრი. 

ქობულიამ თანამდებობა 2019 წლის 19 აპრილს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისი გათავისუფლების მიზეზის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა რომ ქობულია ტემპს ჩამორჩა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics