06:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 11:15:40, 1057 ნახვა

საზოგადოება
ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების მოწვევას. ამჯერად, აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს წამყვანი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან.

დღეს, ისინი საქმიან შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან, ადგილობრივ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღვინის სახლში მათთვის ფოლკლორ შოუც გაიმართება. 

აზერბაიჯანი აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში აზერბაიჯანიდან მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. წელს, ფრენები იწყება ბაქოდან ბათუმის მიმართულებითაც. ავიაკომპანია „Buta Airways” ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics