23:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 10:24:28, 1715 ნახვა

სამართალი
შსს-მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics