20:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 17:05:22, 1362 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: ხელიდან გაშვებული შანსია, როცა პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე მეტი დრო არ დახარჯა

„ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა კანდიდატების კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მიხედვით შერჩევაზე საბოლოო ჯამში პარლამენტს დაეკისრება.

„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელთა მიღწევაც ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics