23:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:06:37, 1825 ნახვა

სამართალი
სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტს მესამე მოსმენით 102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის განსაზღვრას (300-დან 1000 ლარამდე) და გამასწორებელ სამუშაოებს. პირველ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებულია 300 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში - 500 ლარის, დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენა 500-800 ლარის და ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის განმეორების ჩადენის შემთხვევაში კი 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებაში. ცვლილების მიხედვით, დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საქართველოს შრომის კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics