06:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 14:36:59, 1055 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება

საბურთალოს რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება. დიდ დიღომში,ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 3803 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

უახლოეს მომავალში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, კერძო დასახლებაში მდებარე სამი ქუჩის - ბარონ დე ბაის, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე დაიწყება. სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩებზე პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობისთვის გრუნტის გზაზე გადაადგილება არაკომფორტული იყო. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის ეტაპს გაეცნო. გამგებელი ასევე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში, დისკომფორტს უქმნიდა. მსგავსი პროექტების განხორციელება ასევე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა მზარდია.  მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდ დიღომში მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. 

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 990 158 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ განახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics