08:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 16:36:21, 1756 ნახვა

კომენტარი
გახარია გოგორიშვილს - იმ დროს, როდესაც კომიტეტზე პოლიტიკურ ცირკს მოაწყობთ, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარაია კომიტეტის  ფორმატში პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის საპასუხოდ განაცხადა, პლენარულ სხდომაზე წელს უკვე მეხუთედ იმყოფება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასმის საშუალება არაერთხელ ჰქონდათ.

„კომიტეტზე ჩემი არ მოსვლის შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ბატონ გახარიას კითხვების ეშინიაო. მეხუთედ ვდგავარ აქ. აქაც იგივე ფორმატია, ზუსტად იგივე კითხვების დასმის უფლება გაქვთ. არ გაკმაყოფილებთ ? ბოდიშით. არ მინდოდა ამაზე აქცენტების გაკეთება, გულწრფელად გიპასუხებთ, უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ. რაიმე სანქცია თუ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სხვათაშორის, იმ დროს როდესაც თქვენ იქ პოლიტიკური ცირკი უნდა მოაწყოთ, მე შეიძლება ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს“, - მიმართა გახარიამ გოგორიშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics