|
2019-05-02 15:26:55, 1803 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: უსასრულობამდე შემიძლია გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის, შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში
„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს. დეპუტატისთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ისინი გიორგი გახარიას გახმაურებული საქმეების გაუხსნელობაში ადანაშაულებენ. „მე შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო, დრო არ მეყოფა ის სია, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ზაქრომ, ჩამოთვალა. სია სისასტიკის, ანუმუსობის, ხეპრეობის და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა დღეს სხვა არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)