18:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 13:51:46, 1333 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი გახარიას: თქვენ გახადეთ პოლიცია მხარე, რაც კირტკიტაძისა და ენმ-ს პრესამსახურის დაკავებით გამოიხატება

 „ბატონო მინისტრო, დღეს თქვენს გამოსვლაში მოგვიწოდეთ, რომ ნუ გახდით პოლიციას მხარესო, შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ?! - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამაუკა ჩიქოვანმა შიგანგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მიმართა, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

როგორც ენმ-ს დეპუტატმა განმარტა, არსებობს კონკრეტული ფაქტები, სადაც პოლიციამ პოლიტიკური მხარე დაიჭირა.

 თქვენ, თქვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია?! მე შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე, პირდად თქვენი პატიმარია და სხვა უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი, მაგრამ თქვენი მხარდამჭერი თავისუფლად დადის. ასევე მინდა შეგახსენოთ, ბოლო პერიოდში ზუგდიდში მომხდარი ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი იძახებს საპატრულო პოლიციას და განცხადებას აკეთებს, რომ მასზე ხორცილედება თვალთვალი, დევნა და სჭირდება მას დახმარება. ხომ არ გაგახსენოთ ვინ დააკავეს? დააკავეს თავად გიორგი პატარაია. ხომ ვერ მეტყვი ვი არის აქ მხარე?! და ვისი ქმედების გამო გვევლინება პოლიცია მხარედ“, - მიმართა მამუკა ჩიქოვანმა შს მინისტრს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics