|
2019-05-01 18:16:18, 1343 ნახვა
საზოგადოება
„არ ვარ მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის“ - ნიკოლოზ რაჭველი ოჯახის სიწმინდის დღეს კონცერტზე მონაწილეობას არ მიიღებს
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის თქმით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ნიკოლოზ რაჭველმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეაზე არ ისაუბრებს, რადგან ინტერნეტ-ბულინგისთვის არ არის მზად. მისივე თქმით, 15 მაისს გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ბერლინის ორკესტრთან ერთად აქვს ჩაწერები. „ისტორია იყო ასეთი: ჩემს მეგობარ ნინო ქათამაძეს შეთავაზეს 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღება. ნინომ უპასუხა პროფესიონალურად, რომ მას სცენაზე გამოსვლისათვის ესაჭიროება ინსტრუმენტული ანსამბლი და ორკესტრის მუსიკოსები, ასევე მე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა გამოსვლას და სიმღერის შესრულებას. ორგანიზატორები ვიდრე მე მიპოვნიდნენ (ეს ყველამ იცის რომ საკმაოდ რთულია ხოლმე ზოგჯერ) ნინოს სახელი აფიშაში დაბეჭდეს და მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გასაჯაროვდა. პარალელურად მე ვინაიდან 15 მაისის კონცერტის შემდეგ მივემგზავრები გერმანიაში სადაც მაქვს ჩაწერები ბერლინის ორკესტრთან ერთად, ნინოც დათანხმდა შემოთავაზებებს (რაც ყოველთვის უხვად აქვს) და დანიშნა საკონცერტო ცხრილი, რის მიხედვითაც მაისის შუიდან ივნისამდე პრაქტიკულად არ მოუწევს თბილისში ყოფნა. ამ დროს გაკეთდა განცხადება რომლის სათაურად გატანილმა წინადადებამ "ნინო ქათამაძემ უარი თქვა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე" გამოიწვია სოციალურ ქსელით მოსარგებლე ადამიანთა შეუმდგარ, გაბოროტებულ, მართლაც ცოდვილ და გაუნათლებელ ნაწილში ნინოსადმი აგრესიის გამოხატვის დიდი ტალღა. გულდასმით წავიკითხე გამეტების, დაცინვის, სიძულვილის ენაზე ამეტყველებული მართლმადიდებლობის და სიწმინდეების "დამცველთა" ნააზრევი და ერთ რამეს მივხვდი: ყოველი სიტყვა მართლაც რომ მძიმე ცოდვად მოეკითხებათ მათ ავტორებს, ნინო ქათამაძე კი უკვე ჩვენი ქვეყნის მუსიკის ოქროს ისტორიაა და მისი სიმღერით ჩვენ უბრალო მსმენელებს და ადამიანებს ღმერთი ყოველთვის გაგვაგებინებს თავის ხმას! P.S. რაც შეეხება თავად 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეას - არ მინდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი ტრაგედია სჭირს: ადამიანებს არ შეგვიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და პატივისცემა! ეს მართლა ტრაგედიაა და ვიდრე ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება პროგრესს არ განიცდის მანამდე არაფერი გვეშველება. და არც მე ვარ მორალურად მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის, სწორად გამიგებთ იმედი მაქვს... P.P.S. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უკვე როგორც სტიქაროსანი. სოლიდარულობის უნარს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას ჩვენს ირგლივ“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)