09:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 14:17:33, 1682 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი ოპონენტებს - სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ახდენთ

„სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე“, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო სისტემის შეჩერების უფლებას არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცემს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ხართ კოლეგები, მაგრამ თქვენვე აყენებთ პარლამენტს შეურაცხყოფს და ახდენთ იმ პროცესის დისკრედიტაციას, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც პარლამენტის წევრები პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს კონკრეტული საკითხები, გადაწყვეტილებები და ამის სრული ლეგიტიმაცია გვაქვს, ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ, მაგრამ ის ინტენსივობა ზეწოლის და ზეგავლენის ოპონენტების მხრიდან, რამაც მიაღწია სასამართლომდე, არის დაუშვებელი. თქვენ ერთი მხრივ საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და ძლიერი, მაგრამ თქვენივე განცხადებებით ზემოქმედებთ სასამართლო სისტემაზე. ჩვენ გუნდს აქვს იმის ამბიცია, რომ სასამართლო სისტემის შეჩერების უფლება არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცეს. ეს იკითხება ამ განცხადებებში, ეს ნარატივი ახლავს ამ ყველაფერს და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ძალიან აქტიური მონაწილეები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics