|
2019-05-01 13:12:15, 1673 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოიმოქმედა არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი
„პოლიტიკურ რეალობაში რაც მოიმოქმედა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი, არც მეტი არც ნაკლები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, აუცილებელია, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს. „ბატონო ირაკლი, როცა გუშინ დარბაზში სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თქვენ ვრცლად ისაუბრეთ, ხოტბა და საქები სიტყვები არ დაგიშურიათ ევროპის საბჭოს მიმართ და არაერთხელ აღნიშნეთ, რანაირად არის ერთგული დღევანდელი საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს ფასეულობებისა. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისია არის მართალია დამოუკიდებელი მაგრამ ევროსაბჭოს ნაწილი და რანაირად გამოდის ევროსაბჭოს პატივისცემა თუკი ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ვენეციის კომისიის ვრცელ რეკომენდაციებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არც კი განიხილავს. პოლიტიკურ რეალობაში რაც მოიმოქმედა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არის ვენეციის კომისიის ბოიკოტი, არც მეტი არც ნაკლები. სწორედ ამიტომაც უნდა დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ამ კანონპროექტის განხილვა, რომ ვენეციის კომისიას მაინც ვცეთ პატივი და მათი რეკომენდაციები განვიხილოთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)