|
2019-04-30 21:32:55, 1436 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე - გული ძალიან დამწყდება, თუ „სუხიშვილები“ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას
გული ძალიან დამწყდება, თუ „სუხიშვილები“ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოვირჩეოდი იმისადმი, რასაც სუხიშვილები ქმნიდნენ (ქმნიან) და გული ძალიან დამწყდება, თუ ამ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას“, – წერს გიორგი მშვენიერაძე. 17 მაისს სამების ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)