09:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 19:03:39, 1551 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი დავით გარეჯზე: ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი იყო.

დეპუტატი ამ თემაზე საუბრისას ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. 

"მე მინდა ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ყველა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, ეს ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ერთის მხრივ, ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დავიცვათ, რომელთანაც ჩვენ კრიტიკულად პრობლემატური საკითხები არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ჩვენი საზოგადოების ინტერესები ადეკვატურად უნდა დავიცვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად საკითხს გადავწყვეტთ. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს, რადგან საზღვრის დემარკაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხს ორივე სახელმწიფოს, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვეტთ", განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics