09:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 18:05:58, 1490 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე - უმრავლესობის წევრებს ალბათ მესიჯ-ბოქსით დაავალეს არ დაესწრონ ჩვენი ინიციატივის განხილვას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსამრთლეების თემაზე ინიციატივას წამოადგენს, დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრება.

როგორც პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ რეგლამენტი დაარღვია და დღის წესრიგი ცნობილი არ იყო.

"ალბათ უმრავლესობის წევრების მიმართ, რეკომენდაციისა და დავალების სახით, მესიჯ-ბოქსით გავრცელდა, რომ ჯობია ამ საკითხს გაერიდონ და არ იაქტიურონ. იყო სხვა პროცესუალური ხრიკებიც გამოყენებული რომ დილიდან არ მოხდა დღის წესრიგის დამტკიცება, რაც გამორიცხავს დეპუტატების მხრიდან იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად იცოდნენ თანმიმდევრობა საკითხების, თუ როდის მოხდება ამა თუ იმ საკითხის განხილვა. ცარიელი დარბაზი არ არის მაინც და მაინც ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება,. ეს არის ის რეალობა, რაც გამოიწვია რეგლამენტის დარღვევამ. კობახიძემ თავისი რესურსი არ გამოიყენა კეთილსინდისიერად", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics