|
2019-04-30 12:28:46, 1257 ნახვა
კომენტარი
ბესელია ევროსაბჭოს დელეგაციიდან გაწვევაზე: სირცხვილია, საკუთარი პერსონალური შეხედულებებით ქვეყანას ზიანი არ უნდა მივაყენოთ
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტმა რეგლამენტი დაარღვია, როდესაც ის და ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს ასამბლეის დელეგაციიდან მოხსნეს. მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილეობა მათ მხოლოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩარევის შედეგად შეძლეს. "ჩემი და ზვიად კვჭანტირაძის ამბავი უპრეცენდენტო სკანდალია, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი დეპუტატები ისე გამოიყვანა პარლამენტმა, პირდაპირ დაარღვია ევროსაბჭოს რეგლამენტი. ქალბატონი პრეზიდენტის წერილი მივიღე, რომელმაც განუმარტა საქართველოს ხელისუფლებას, რომ წესების პატივისცემა საჭიროა და ამ დელეგაციის შეცვლა იანვრამდე არ შეიძლება. ამის მიუხედავად, მაინც ხელი შეგვიშალეს და აღდგომის სესიაზე არ დაგვიშვეს. ქალბატონი პრეზიდენტის წერილი მივიღე 26 აპრილს და ამის შემდეგ გადაწყვიტეს საქართველოს დელეგაციის აპარატის მოწვევით ჩემი და ზვიადის მონაწილეობა იმ შეხვედრაზე. იქამდე უარყოფდა ჩვენი დელეგაცია, რომ არანაირ ფორმატში ჩვენ არ ვიყავით გათვალისწინებული და ამ წერილის და მოწვევის მიღების შემდეგ, 28-ში, კვირას დაგვიდასტურეს, რომ თურმე შეგვიძლია მისვლა და შეხვედრა. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ასე დამცირება და ასე დაპატარავება საკუთარი ქვეყნის 20 წლის იუბილეზე, ასეთი ფაქტებით არის ძალიან დიდი უხერხულობა. ამიტომ, უნდა გააცნობიეროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. საკუთარი პერსონალური შეხედულებებით თუ კონფორმისტული განწყობებით ქვეყანას ზიანი არ უნდა მივაყენოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)