02:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-26 14:01:02, 1452 ნახვა

საზოგადოება
სპორტმანქანების მფლობელები საგადასახადო შეღავათით მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტულად გადააკეთებენ

სპორტული დანიშნულების ავტომობილებზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორების განმარტებით, ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებენ. 

კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არიან. 

"მათთვის ვისაც სურვილი აქვს, რომ სპორტული ავტომობილების იმპორტი განახორციელოს პირველ რიგში აუცილებელი იქნება, რომ მათ გადააკეთონ ავტომობილი, შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, სატრანსპორტო სპორტის ფედერაციის ტექნიკური პასპორტი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას", - განაცხადა ყაველაშვილმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics