02:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 16:53:16, 1388 ნახვა

საზოგადოება
სსგს ზუგდიდში წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ზუგდიდში რეგისტრაციის შესახებ,  განმარტებას აკეთებს:

სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, 2019 წელს, 1 იანვრიდან დღემდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  მხოლოდ 310 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან 101 პირი სხვა რეგიონიდან ან მუნიციპალიტეტიდან გადავიდა, 209 პირი კი ისედაც ზუგდიდის მკვიდრი იყო, რომლებიც ერთი მისამართიდან მეორეზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

„მეტი სიცხადისთვის და შემდგომში გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ  იმ მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა რეგისტრაციის ცვლილების  სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე ეხმიანება დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს თბილისის მკვიდრს - ლელა ბექაურს ამ დღეებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა და საცხოვრებლად, თბილისის ნაცვლად, ზუგდიდში მდებარე მისამართზე დარეგისტრირდა.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაამოწმა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნული მოქალაქის მონაცემი, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ლელა ბექაური 2004 წლიდან რეგისტრირებულია თბილისის ზღვის უბანში, მეტიც - ხსენებულ ქალბატონს არა თუ არ შეუცვლია საცხოვრებელი მისამართი, მას ამგვარი მოთხოვნით არც კი მოუმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics