10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 16:23:57, 1774 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას

„ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ მივიღოთ ყველა ზომა ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც ქვეყანა განსაკუთრებულად უფრთხილდება.

„ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაბამისი ვალდებულებები შევასრულოთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. გვაქვს ასევე, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მეც, როდესაც მაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე გამოწვევებზე ამ მიმართულებით",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს ხელისუფლება, რათა უვიზო მიმოსვლა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საუბარი სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა.

„მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ იმისათვის, რომ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და შესაბამისად, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, უნდა დავიცვათ მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგმება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics